Tuesday, October 15, 2019

ძველი ქართული ენა

ძველი ქართული ენა – სალაპარაკო ნორმა რეგიონებში

ჩვენამდე მოღწეულ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში, მიუხედავად მათი წარმომავლობისა ყველგან დაცულია ერთი და იგივე ენობრივი ნორმა.
ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში არ იგრძნობა კუთხურობა, მხარეებისთვის ნიშანდობლივი მეტყველების (ენაკავებისა თუ დიალექტების) გავლენა. როგორც ითქვა, რომელ რეგიონშიც უნდა იყონ ისინი დაწერილნი (აფხაზეთში, ეგრისში, სვანეთში, არგვეთში, გურიასა თუ ტაო-კლარჯეთ-კახეთ-ჰერეთში)- ენობრივ-გრამატიკული ნორმა ერთი და იგივეა.
რა იყო ამის მიზეზი?