Sunday, November 10, 2019

 ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!                                                             დღევანდელ დღეს ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ჩვენს ენაზე გამართულად ლაპარაკითუმცა მგონი ისიც მნიშვნელოვანიავიცოდეთ საიდან მოდის ისევოლუციის რა ეტაპების გაიარასაით მიგვყავს იგი გაუმართავი საუბრით და რა საინტერესო ფაქტები უკავშირდება მას.

ქართული ენა

მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა; ამბობენ, ხუთიათასამდეო. უფრო ზუსტად ამ რიცხვის დასახელება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება.
მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს ემსახურებიან. მაგალითად, ინგლისური ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ესპანური ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და სხვა. მრავალი ენა მხოლოდ ერთი ხალხის ენად ითქმის. ასეთია ქართული ენაც:
ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!
მამული. ენა. საწმუნოება.


სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. ილია ჭავჭავაძე