Sunday, November 10, 2019

 ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!                                                             დღევანდელ დღეს ჩვენთვის მთავარია ვიცოდეთ ჩვენს ენაზე გამართულად ლაპარაკითუმცა მგონი ისიც მნიშვნელოვანიავიცოდეთ საიდან მოდის ისევოლუციის რა ეტაპების გაიარასაით მიგვყავს იგი გაუმართავი საუბრით და რა საინტერესო ფაქტები უკავშირდება მას.

ქართული ენა

მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა; ამბობენ, ხუთიათასამდეო. უფრო ზუსტად ამ რიცხვის დასახელება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება.
მსოფლიოში არის ენები, რომლებიც რამდენიმე ხალხს ემსახურებიან. მაგალითად, ინგლისური ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ესპანური ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და სხვა. მრავალი ენა მხოლოდ ერთი ხალხის ენად ითქმის. ასეთია ქართული ენაც:
ქართული ენა ქართველი ხალხის დედაენაა!
მამული. ენა. საწმუნოება.


სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. ილია ჭავჭავაძე


Tuesday, October 15, 2019

ძველი ქართული ენა

ძველი ქართული ენა – სალაპარაკო ნორმა რეგიონებში

ჩვენამდე მოღწეულ ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში, მიუხედავად მათი წარმომავლობისა ყველგან დაცულია ერთი და იგივე ენობრივი ნორმა.
ძველი ქართული მწერლობის ძეგლებში არ იგრძნობა კუთხურობა, მხარეებისთვის ნიშანდობლივი მეტყველების (ენაკავებისა თუ დიალექტების) გავლენა. როგორც ითქვა, რომელ რეგიონშიც უნდა იყონ ისინი დაწერილნი (აფხაზეთში, ეგრისში, სვანეთში, არგვეთში, გურიასა თუ ტაო-კლარჯეთ-კახეთ-ჰერეთში)- ენობრივ-გრამატიკული ნორმა ერთი და იგივეა.
რა იყო ამის მიზეზი?

Monday, September 30, 2019

ქართული ენის წრე

წრის დასახელება  ,,ნორჩი მკითხველები"

მართლმადიდებლური სკოლა    ქართული ენის  მასწავლებლის ნინო ტონიას ხელმძღვანელობით  მიმდინარეობს 2019  წლის   30 სექტემბრიდან- 25 ნოემბრის ჩათვლით ლიტერატურული პროფილის  საწრეო მუშაობა  ,,ნორჩი მკითხველები"

წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და სასკოლო მუშაობაში თითოეული მოსწავლის უფრო აქტიური ჩართვა.
რადგან  ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას  კითხვაში,  ამიტომ სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული პროფილის  წრე, სადაც მოსწავლეებისათვის იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით საინტერესო და ნაწარმოებებს. მოსწავლეებს მივუთითებ ციფრულ ინტერნეტ-რესურსებს და  ბეჭდურ რესურსებს, სადაც მათი ინტერესების შესაბამისი ნაწარმოები იქნება მოცემული.  ასევე მოხდება მოსწავლეთა პროვოცირება  და წახალისება კითხვაში.
საწრეო  მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოეულ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებული ოპტიმალური დროის შერჩევას  საწრეო მუშაობისათვის.
    წრის მუშაობის პროცესში დროდადრო  მოხდება კედლის გაზეთის გამოშვება, ინსცენირებების გამართვა და დასასრულს  მოეწყობა დიდი პრეზენტაცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას  კითხვით. შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და გაიზრდება მოსწავლეთა  სწავლის მოტივაცია.  




 შეხვედრების განრიგი:


1. წრის დაკომპლექტება, სამუშაო გეგმის გაცნობა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება     30.09.2019

2. საუბარი თემაზე  ,,რა  ვიცით ზღაპრების შესახებ?"    ,,რომელ უცხოელ  მეზღაპრეს იცნობთ?"  ,, რომელ ქართველ მეზღაპრეს იცნობთ?"        1/10/2019წ       9/10/2019წ 

3. ,,დავწეროთ ზღაპრები"    18 /10/2019წ    

4. მოსწავლეთა მიერ  დაწერილი ზღაპრების მოსმენა       25.10. 2019წ

5.მოსწავლეების მიერ მათივე შექმნილი ზღაპრებიდან სამი საუკეთესო ზღაპრის  შერჩევა და ,,საუკეთესო მეზღაპრის" გამოვლენა         4.11. /2019წ

6. საუკეთესო ზღაპრების შესახებ კედლის გაზეთების მომზადება და გამოფენა  სკოლის თვალსაჩინო ადგილას.         11.11. /2019წ

7.  ზღაპრების ინსცენირება - წარმოდგენის მოწყობა     18/11/2019წ

8.  წრის მუშაობის შეფასება  მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა და  მოსწავლეების მიერ- შეფასების კითხვარების შევსება   25.11/2019წ


  წრის წევრები  2019  წელი   30 სექტემბერი- 25 ნოემბერი

ირაკლი ჯანჯალია
ლიზი მიქაძე
ანასტასია ვაშაკიძე
მართა ლეკვეიშვილი

Sunday, September 29, 2019

ლიტერატურული პროფილის წრე უფროსკლასელთათვის ,,ქართველოლოგთა ჯგუფი"

წრის დასახელება  ,,ქართველოლოგთა ჯგუფი"

მართლმადიდებლური სკოლის    ქართული ენის  მასწავლებლის ნინო ტონიას ხელმძღვანელობით  მიმდინარეობს 2019  წლის 1 ოქტომბრიდან- 22 ნოემბრის ჩათვლით ლიტერატურული პროფილის  საწრეო მუშაობა  უფროსკლასელთათვის ,,ქართველოლოგთა ჯგუფი""

წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და სასკოლო მუშაობაში თითოეული მოსწავლის უფრო აქტიური ჩართვა.
რადგან  ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას  კითხვაში,  ამიტომ სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული პროფილის  წრე, სადაც მოსწავლეებისათვის იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით საინტერესო და ნაწარმოებები. მოსწავლეებს მივუთითებ ციფრულ ინტერნეტ-რესურსებს და  ბეჭდურ რესურსებს, სადაც მათი ინტერესების შესაბამისი ნაწარმოები იქნება მოცემული.  ასევე მოხდება მოსწავლეთა პროვოცირება  და წახალისება კითხვაში.
საწრეო  მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოეულ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებული ოპტიმალური დროის შერჩევას  საწრეო მუშაობისათვის.
    წრის მუშაობის პროცესში დროდადრო  მოხდება კედლის გაზეთის გამოშვება, ინსცენირებების გამართვა და დასასრულს  მოეწყობა დიდი პრეზენტაცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას  კითხვით. შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და გაიზრდება მოსწავლეთა  სწავლის მოტივაცია.  


 შეხვედრების განრიგი:


1. წრის დაკომპლექტება, სამუშაო გეგმის გაცნობა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება     1.10.2019

2. საუბარი თემაზე  ,,რა  ვიცით ტროპული ხერხების შესახებ?"    ,,რომელ   ტროპულ ხერხებს იცნობთ?"  ,, რომელ ქართველოლოგებს იცნობთ?"        2/10/2019წ          2/10/2019წ   9/10/2019წ

3. დავწეროთ სინთეზური ესეები    17 /10/2019წ    

4. მოსწავლეთა მიერ  დაწერილი ესეების მოსმენა       24.10. 2019წ

5.მოსწავლეების მიერ მათ მიერვე შექმნილი ნაშრომებიდან სამი საუკეთესო ესეს  შერჩევა და ,,საუკეთესო მეცნიერის" გამოვლენა         5.11. /2019წ       12.11. /2019წ

6. საუკეთესო ესეების შესახებ კედლის გაზეთების მომზადება და გამოფენა  სკოლის თვალსაჩინო ადგილას.         15.11. /2019წ

7.  კონფერენციის მოწყობა     19/11/2019წ

8.  წრის მუშაობის შეფასება  მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა და  მოსწავლეების მიერ- შეფასების კითხვარების შევსება   22.11/2019წ


  წრის წევრები  2019  წელი   1 ნოემბერი- 22 ნოემბერი