Sunday, September 29, 2019

ლიტერატურული პროფილის წრე უფროსკლასელთათვის ,,ქართველოლოგთა ჯგუფი"

წრის დასახელება  ,,ქართველოლოგთა ჯგუფი"

მართლმადიდებლური სკოლის    ქართული ენის  მასწავლებლის ნინო ტონიას ხელმძღვანელობით  მიმდინარეობს 2019  წლის 1 ოქტომბრიდან- 22 ნოემბრის ჩათვლით ლიტერატურული პროფილის  საწრეო მუშაობა  უფროსკლასელთათვის ,,ქართველოლოგთა ჯგუფი""

წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და სასკოლო მუშაობაში თითოეული მოსწავლის უფრო აქტიური ჩართვა.
რადგან  ზოგიერთი მოსწავლე არ იჩენს დაინტერესებას  კითხვაში,  ამიტომ სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული პროფილის  წრე, სადაც მოსწავლეებისათვის იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით საინტერესო და ნაწარმოებები. მოსწავლეებს მივუთითებ ციფრულ ინტერნეტ-რესურსებს და  ბეჭდურ რესურსებს, სადაც მათი ინტერესების შესაბამისი ნაწარმოები იქნება მოცემული.  ასევე მოხდება მოსწავლეთა პროვოცირება  და წახალისება კითხვაში.
საწრეო  მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოეულ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებული ოპტიმალური დროის შერჩევას  საწრეო მუშაობისათვის.
    წრის მუშაობის პროცესში დროდადრო  მოხდება კედლის გაზეთის გამოშვება, ინსცენირებების გამართვა და დასასრულს  მოეწყობა დიდი პრეზენტაცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას  კითხვით. შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და გაიზრდება მოსწავლეთა  სწავლის მოტივაცია.  


 შეხვედრების განრიგი:


1. წრის დაკომპლექტება, სამუშაო გეგმის გაცნობა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება     1.10.2019

2. საუბარი თემაზე  ,,რა  ვიცით ტროპული ხერხების შესახებ?"    ,,რომელ   ტროპულ ხერხებს იცნობთ?"  ,, რომელ ქართველოლოგებს იცნობთ?"        2/10/2019წ          2/10/2019წ   9/10/2019წ

3. დავწეროთ სინთეზური ესეები    17 /10/2019წ    

4. მოსწავლეთა მიერ  დაწერილი ესეების მოსმენა       24.10. 2019წ

5.მოსწავლეების მიერ მათ მიერვე შექმნილი ნაშრომებიდან სამი საუკეთესო ესეს  შერჩევა და ,,საუკეთესო მეცნიერის" გამოვლენა         5.11. /2019წ       12.11. /2019წ

6. საუკეთესო ესეების შესახებ კედლის გაზეთების მომზადება და გამოფენა  სკოლის თვალსაჩინო ადგილას.         15.11. /2019წ

7.  კონფერენციის მოწყობა     19/11/2019წ

8.  წრის მუშაობის შეფასება  მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა და  მოსწავლეების მიერ- შეფასების კითხვარების შევსება   22.11/2019წ


  წრის წევრები  2019  წელი   1 ნოემბერი- 22 ნოემბერი

No comments:

Post a Comment