ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა, რაც სხვა ყველაფერთან ერთად,ნიშნავს რომ ნებისმიერი არაქართველი ვალდებულია ეცადოს მის შესწავლას, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა. ქართულ ენაზე ლაპარაკობს 4 მილიონამდე ადამიანი საქართველოს საზღვრებში. ასევე აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის ტეროტორიებზე გვხვდება ქართული ენის რამოდენიმე დიალექტი, რომლებსაც იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველები რამოდენიმე საუკუნის მანძილზე არსებობას უნარჩუნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა მცირე ერის სახელმწიფო ენაა, მისი ურთულესი ბგერების გაგება მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიძლება. ამჟამად, ყველაზე ვრცელი ქართული დიასპორა რუსეთშია, შესაბამისად საქართველოს საზღვრებს გარეთ ყველაზე მეტი ხალხი ამ ქვეყანაში ლაპარაკობს ქართულად. ქართული ენის წარმოშობის შესწავლას, უძველეს დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშანთვისებების გაუთავებელი შედარებით ამა თუ იმ უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი “ქართველური ენის” შთამომავლად. სწავლულების თანახმად, ქართველური ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანური და ქართული, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრული, ლაზური და ქართული. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.წ მდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი(ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი "შუშანიკის წამება", რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით.
ამ ტიპის ანბანი დიდი ხნის მანძილზე დარჩა ხმარებაში, მაგრამ მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური მე-9 საუკუნიდან შემოდის, პირველი ნიმუშები მე-10 საუკუნეში გვხვდება. ეს ნიმუშები მოიცავს კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს “აბო ტფილელი”. მე-11 საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ, შეიცვალა მხედრულით. მხედრული გამოდგა სხვა ყველა დამწერლობაზე სრულყოფილი. მხედრულის სრულყოფილება გამოიხატება მის შედარებით სიმარტივესა და ეკონომიურობაში. ამ ტიპის ანბანში ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას, რაც მას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მხედრულს ანუ ქართულ ანბანს არანაირი მსგავსება გააჩნია სხვა ენებთან, უფრო მეტიც, იგი არის მსოფლიოშო არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი.მსოფლიოში არსებულ ენებს აჯგუფებენ საერთო წარმომავლობის მიხედვით.საერთო წარმომავლობის ენებს მონათესავე ენებს უწოდებენ.მონათესავე ენები ამა თუ იმ ენის ისტორიული დიალექტებია რომელთა შორის ენობრივი განსხვავება დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა, რომ დიალექტები დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბდა. ენათა ერთობას,ენათა ოჯახს უწოდებენ. რომელი ენის მონათესავეა ქართული ენა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას უძველესი დროიდან ცდილობდნენ.ჰეროდოტე(V.ს.ძვ.წ) ქართულ ენას ეგვიპტურთან აკავშირებდა.იყო სხვა მითითებებიც.XVII-XVIII ეს საკითხი უფრო აქტიური გახდა.სხვადასხვა დროს,სხვადასხვა მეცნიერი გამოთქვამდა აზრს ქართული ენის წარმოშობის თაობაზე.XIX ს-ში ქართულის დაკავშირება სცადეს ევროპულ ენებთან.მიუხედავად იმისა რომ ევროპელი მეცნიერები სერიოზულად ცდილობდნენ ამ თვალსაზრისის დასაბუთებას,ევროპაშივე გაჩნდა არზრი ქართული ენის განკერძოებულობის შესახებ.
ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, განვითარების ხელშეწყობას, მის ფუნქციონირებას,სწავლებას და მეცნიერულ შესწავლას




No comments:
Post a Comment